შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წვიმები არის ამ სეზონის გრძელი ბალადა ..

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
წვიმები არის ამ სეზონის გრძელი ბალადა,
თავისი გზები უნდა ნახონ ამ დროს ტივებმა.
მეც გამოვალ და ამ წვიმას და ტივებს გავატან
მირაჟულ ლანდებს, შენ ბავშვივით აგეტირება.
ხელისგულები ამტკივდება, ვიცი და ძვალში
დამტვრევასავით ჩამივლიან შავ-თეთრ კადრებად
ქარტეხილები, ქარიშხლები... არაფერს არ ვშლი
გადავწყვიტე და მე ჩემს თავთან ვდგები თავდებად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →