შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჰო, ვიცი, ვიცი ჩემზე ახია ..

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
ჰო, ვიცი, ვიცი ჩემზე ახია,
სული დარდებით რადგან მევსება.
შროშანებს მაინც არ დამაყრიან
გულზე ამოსულ ფერად ლექსებად.

ეს სიჯიუტე დამყვა თანმდევად
და არ გამოვა სხვა მხრივ ავმღერდე.
ცა დაიწევს და ვიცი გამთელავს,
რადგან ვამაყობ ცის სიმაღლემდე.

ვიცი გამთელავს და ჩემს ოცნებებს
ჩამოეშლებათ სუსტი კედლები.
დგება დრო, როცა ყველა გეცლება
და ღმერთთან უფრო მეტის ვედრებით

მიდიხარ, დგები და გიხარია,
იჭერ ცხოვრების უმთავრეს მუღამს.
პოეზიას კი პირველ სტადიად
აღიქვამ, როგორც სიკვდილს და სწუხარ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →