შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არც ისე კარგი ტრადიცია

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
ქრისტეს სისხლითა და ზედაშეთი პირამდე სავსეა ბარძიმი,
ცაა მოღუშული შესაწირი, რქებგადაგრეხილი ვაცივით.
ცუდი გუნება და უგუნურნი გულს და დედამიწას ამძიმებს,
დგანან მოხუცები, იგონებენ წლებს უკვე გარდაქმნილთ ნაცრისფრად.
ოხრავს შორიახლო შებინდება, შუბლზე იღვენთება სანთელი,
მისდევს მღვდელთმსახური, ტაძრის ირგვლივ ბილიკს, მესამედ რომ გათელოს.
ერთი შებღავლება და მხოლოდღა ამოხროტინება მეორედ-
ცხელ-ოხშივრიანის მოუთმენლად ჭამა ძღომამდე და ღრეობა...
ცაა მოღუშული შესაწირი რქებგადაგრეხილი ვაცივით,
ცუდი გუნება და უგუნურნი გულს და დედამიწას ამძიმებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →