შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ეს ლექსებიც ვეღარ ათბობს სისხლს ..

თემო ბიწაძე 5 წლის წინ
ეს ლექსებიც ვეღარ ათბობს სისხლს,
ყველაფერი უკუღმართი გახდა.
ვერა და ვერ დავანარცხე ძირს
ბედი, გულსშემოჩენილი მახრა.
მაინც ერთის იმედი მაქვს დიდად-
ღმერთი, ხატი, საფიცარი, რჯული...
ფათერაკი მუდამ მცდის და მცდიდა-
ვერ მიკლავდა სიყვარულის წყურვილს.
მაინც ასე შემომიჩნდა მახრა,
ცდილობს ფერხთით გამიფინოს ერთობ.
მაინც ვდგავარ შეუდრეკად, რახან
ვიცი, როგორ მოწყალე ხარ ღმერთო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →