შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მხოლოდ შენ

გულს მოეფინნენ გძნობები ბალიშებად,
სიმშვიდემ სიგიჟე გამომიგზავნა ამის და მანიშნებლად .
თვალებსაც შესცვლიათ
სამყაროს ფერი ,
ამ სიყვარულს გამოუჩნდა უამრავი მტერი,
მაგრამ მოდი , მოდი ჩამკიდე ხელი .
,,გონებას "გზა-კვალი უდროოდ აერია ,
შენზე ფიქრში , თმებს ჭაღარა გაერია,
,,გული" გონებას უმოწყალოდ დაერია;
,,მონატრება" ამათ ჩხუბში დაუნდობლად ჩაერია..
მაგიჟებს შენი ჩუმი ღიმილი,
გახსოვს ყვავილები რომ მაჩუქე გვირილის...
თუ მკითხო ლექსის მიზეზი ,
ეს შენ ხარ , სიტყვები მხოლოდ შენ მიგეძღვნის !
ჩემო შავთვალებავ, შავო არწივო ,
არსად გამოქროლდე , ჩემთან დაიბუდე,
შენდამ სიყვარულში , მწვავედ დავიბუგე..
ჰოი როგორ მსურდა შენი ჩახუტება ,
შენგან სიშორე უჩვეულოდ მაწუხებდა ...
ღიმილი ეგ შენი ჩუმად მომჩვევია,
თავს შენზე ფიქრები უხმოდ მომხვევია ...
მხოლოდ შენშია წამები ბედნიერების.
მხოლოდ შენით მწამს ამ ქვეყნიერების ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →