შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არსი

თეგაძე გელა 2 თვის წინ
ჩემი სიცოცხლე უკვდავებით გამოგონი,
ეს სიმღერაა, ეს ხომ ცრემლთა ნიაღვარია
და თვით გაზაფხულს ხელის ხელში გამოჭერილი
მარტი უჭირავს, ის ხომ ზამთრის კალთის მცველია.

ჩემი სიცოცხლე უკვდავებით შთაგონებული,
ეს ხომ ტანჯვაა, ეს ხომ მუდამ ბრძოლის ველია
და თვით სიკვდილი ამ სიცოცხლით დამარცხებული,
ისიც ტანჯვაა, უსხეულო მკვდართა ხვედრია.

ჩემი სიცოცხლე უკვდავების შეყვარებული,
ეს ხომ გრძნობაა, ეს ხომ არსის დასაბამია
და თვით ტკივილი სიყვარულის გამოგონილი,
ეს საწყისია, ეს აწმყო და მომავალია.

21:49
18.08.2026
თეგაძე გელა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →