შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გამოსალმება

თეგაძე გელა 2 თვის წინ
ახლა მინდოდა ბოლოჯერ მეთქვა,
რომ მე მივდივარ გემშვიდობები,
მე ვერ შევძელი, რომ მეერთგულა
მე ვერ გაჩუქე ჩემი გრძნობები.
მე დავამთავრე ლექსების წერა
ესაა ჩემი ბოლო რითმები,
ნუ მაკრიტიკებ და აღარც მითხრა,
მე ვერ ავხსენი რთული სიტყვები.
მე მოგიძღვენი "ლოთი პოეტი"
და აგიხსენი "რატომ ვიტირე?"
მე "ფიცის მიღმა" ბევრი დაგპირდი
და მე "მომწყინდა" ცხელი ცრემლები.
ვიცი, კითხულობ და ალბათ ღელავ
გთხოვ, არ შეიმკო სახე ცრემლებით
ნუ დამანახებ შენს წყლიან თვალებს
ნუ მაგრძნობინებ, რომ ჩვენ ვშორდებით.
რთულია ასე ნიღბებით რბოლა
რთულია, თუმცა ავღიღინდები
მე ხშირად გული მოკლული მქონდა
მაინც ვიმღერე "მთვარის სონეტი".
მე ხშირად ღამე ნათევი მქონდა ,
და ხშირად გული მეჭირა ხელით,
და ყოველ ღამით დაძინებამდე
დიახ, გელოდი, ძალიან მშვიდი.
მე ისე მიჭირს ეს განშორება
და მე მგონია უგულოდ ვრჩები
მე მინდა სული შენ დაგიტოვო
ხორცმა კი მითხრა - გამიშვით, ვლპები.
აღარ მოგაცდენ, მესტუმრებიან
და მინდა დავხვდე წყნარი და მშვიდი
არ მომიკითხო და არ იფიქრო
მე დავბრუნდები, ეს ალბათ იცი.
09.08.2026
13:03
თეგაძე გელა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →