შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მიდით, ააკვნესეთ!

თეგაძე გელა 2 თვის წინ
მიდით, ააყოლეთ სიმებს რამდირარი
დღესაც ააკვნესეთ წლების ვიოლინო
და თუ არ ვიცეკვო, ჩემს თავს გეფიცები
მერე გადამხვეწეთ, თუნდაც ვიცოდვილო.
ტანგოს შენ მთავაზობ? მოდი, წაგეცეკვო
თუმცა რთული არის ჩემთვის ხელის ჩვევა
ვაი, თუკი წელზე ხელი ვერ მოგხვიო
ვაი, თუ ვიფიქრო შენდა შეუფერად.
გთხოვ, ნუ ამარიდებ შენს თვალს, გენაცვალე
და ნუ გამიცოცხლებ, ღამეს არამზიანს
ახლა ღამე არის, ახლა ისე მინდა
მიდით, ააყოლეთ სიმებს რირა-რირა.
21:21
04.08.2026
თეგაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →