შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე შენ დაგეძებ, ღმერთო!

თეგაძე გელა 2 თვის წინ
აღარაფერს გთხოვ, უკვე მრცხვენია
მგონი, დაგღალე, ღმერთო,
უკვე რამდენი დღენი მიდიან
და შენ დაგეძებ, ღმერთო.
ყველა გაცურდა, ყველა გამოჩნდა
მხოლოდ შენ დამრჩი, ღმერთო
უკვე რამდენი დღენი მიდიან
და შენ დაგეძებ, ღმერთო.
რამდენი დილა მე მზით მინდოდა
ყველა ღრუბლებით მერგო,
უკვე რამდენი დღენი მიდიან
და შენ დაგეძებ, ღმერთო.
ხანდახან ვნაღვლობ, ნუთუ არ ვჩანვარ
ნუთუ, მე გავქრი, ღმერთო,
უკვე რამდენი დღენი მიდიან
და შენ დაგეძებ ღმერთო.
ამ ლექსის სტროფებს ნუ ჩაუყვებით
ვერაფერს ნახავთ ახალს
როცა წავალ და უკან არ მოვალ
მაშინ გიპოვი ღმერთო!
23.06
29.07.2026
თეგაძე გელა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →