შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ლოთი პოეტი

თეგაძე გელა 2 თვის წინ
დავიღალე, აღარ შემწევს ძალა
ძირს ვეცემი და ვთეთრდები მგონი
თოვლი მოვა გაათეთრებს ქალას
მე აღვდგები და ვიქნები ლოთი.

წინა ლექსის სუნი ასდის დღეს ამ რითმებს,
დღესაც უნდა გავხდე მგონი ლოთი,
მერე რა, თუ შემიჯავრებს მთა და მდელო
მე ვიქნები ბედნიერი ლოთი.

მერე რა, თუ სიყმაწვილე მიფრინდება
მერე რა, თუ გავთეთრდები მალე
მერე მაინც დამაფიცოს მონატრებამ
მერე მაინც გაგახსენოთ ღამე.

ვაფერადებ დღე და ღამე შავ-თეთრ სტროფებს,
და გიყვებით მე ბედნიერ წუთებს
თუმცა თქვენი მიწიერი აზრთა წყობა
ვერ მისწვდება მარტოსულის შტოებს.

ახლა არ თქვათ, ლექსის წერით ტრაბახობსო
არ გეგონოთ მე ვწერ ახლა სტროფებს
გვიან ღამის რითმამ მითხრა - გაიღვიძე!
თვალის ნამი რითმად გაათეთრე!

10:46
28.07.2026
თეგაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →