შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სატრფოს ლოდინში

თეგაძე გელა 2 თვის წინ
ვარდების ბაღში დაგიკრეფ იებს,

და ზამთრის დილას გაგინავარდებ,

უკუნით ღამეს მე მზედ ამოვალ,

უკუნისამდე არ ვიგვიანებ.



თუნდაც დამტოვო ვარდების ბაღთან,

მე სპეტაკ ღამეს წავემღერები,

თაიგულს სევდით გამოგიბანტავ ,

და კარის ძირში დავეჩოქები.



თუნდაც უარმყო, ცივად მიმიღო,

მე მაინც შენით ავღიღინდები,

და როცა ვარდი ფოთლებს ჩამოყრის,

- ნუღარ დამნამავ ავქვითინდები.



უკუნით ღამეს წავემეგობრე,

მომაჯადოვა ლურჯი თითებით,

თურმე ამ ღამეს მარტო დარჩენილს,

ყინულის ადგას თვალზე ცრემლები.



ამ ლექსის სტოროფებს ბევრი იკითხავს

მერე მეტყვიან: - რას არ ყვებიო ...

თუმცა რა არის ჩემთვის ახალი

შარშან და წელსაც სატრფოს ველიო.



თეგაძე გელა

00:57

25.07.2026
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →