შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

როცა გაფრენას შევძლებ

ჩემს რითმებს არ მოსწონთ ჭედვა,
ჩარჩოში დამწყვდევა სიტყვის,
არ მიყვარს წერტილი რადგან,
მაქვს დიდი იმედი მძიმის,
ჩემს ფიქრებს არ უყვართ კვდომა,
არ მოსწონთ შეწყვეტა ფიქრის,
დღეს წამეკამათა მუზა
სევდისთვის,ტკივილისთვის
და მერე რაა რომ ფრთები
ისევ მაწყვია მხრებზე,
მისი გაშლის დროც მოვა,
როცა გაფრენას შევძლებ....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →