შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ ყველა ჩვენ ხარ!

შენ ვერ ახსენი, რა ფერია ცაში სინდისი!
ვერ მიხვდი, რადგან წყალი ისევ არ ინაყება.
შენ ცის ფერს ასცდი, კაცის მოდგმის დასაწყისივით...
და რაც შენია, მარტო იგი გეამაყება.

შენ ყველა ჩვენ ხარ! ქვაფენილით არეულ გზაზე,
ათას ფარანში, ვერ იპოვნე საზრდო სულისა.
თითო ნაბიჯზე მისცემიხარ მოხვეულ აზრებს...
შენ და ჩვენ, ცისკენ არ ახედვამ გაგვაგულისა!

17.11.2017
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →