შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ბავშვობა

ჩემი ბავშვობა აუღებელ ყანაში დამრჩა,
ტალახისაგან ამოყვანილ პატარა ქვაბში
და პაპაჩემის გათოხნილი ვენახის ბოლოს,
ლობიოსა და სიმინდების არეულ კვალში...
ჩემი ბავშვობა ჩამობერტყილ კაკალზე თრთის და...
ბაბოს ღობეზეც დღეს სხვა აცხობს ტალახის შოთებს,
მეზობლის სახლშიც წლეულს უკვე სხვა შეაბიჯებს
და საახალწლოდ ჩემს ტკბილეულს სხვა მეკვლე მოკრეფს...
ჩემი ბავშვობა სოფლის თავში, წყაროზე ტირის
საუკუნოვან დოქის ყელში, მე რომ ვერ დავძარ...
მხრებაწურული ვთრთივარ, როგორც ფოთოლი ქარში
და ვეთხოვები ლაღ ბავშვობას პაპას ვენახთან...
(თეა)
Laravel

კომენტარი

2
ზურაბ ჭიოკაძე ჟურნალისტი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
ეს კი მართლა მაგრა მომეწონა ყოჩაღ, ულამაზესი მხატვრული სახეებია.
თეა გურგენიძე
თეა გურგენიძე მასწავლებელი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
დიდი მადლობა :)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →