შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სად გაიხიზნენ..

სად გაიხიზნენ მოგონებები,
უხმოდ დაწრწიან ქუჩაში ღამით,
სევდის მომგვრელი შავი თვალებით,
ცარიელ ფურცელს შევავსებ მთვარით.

დაღალულ ფიქრებს გავხიზნავ სხვენში,
კარების ზღრუბლზე დავტოვებ დარდებს,
თბილი ღიმილით გამოვხოხდები,
და შენ მოგართმევ თოვლისფერ ვარდებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →