შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

და იარების....

დღეს შევამჩნიე რომ სახურავზე
მოგლეჯილია ორი ფიცარი,
უკიდეგანო ჭიდილის შემდეგ
ჩემივე სული ვეღარ ვიცანი.

გადავიხვიე ჭრილობა ბევრი,
და იარების შემომრჩა კვალი,
და როგორც ცეცხლის თავისუფლება
ჩემს სულს ისევე აუვა კვამლი.

წვიმას დაიწყებს ღრუბელი შავი,
მე მივენდობი ამინდს ქარიანს,
მზის მოყვარულმა ვინატრე დილა,
მაგრამ შემოვრჩი ღამეს მთვარიანს.

ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →