შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემს მტვერს დააფრენს...

ჩემს მტვერს დააფრენს მწუხარე ქარი,
მე უსაშველო ფიქრებს ვატარებ,
და ცარიელი ოთახის შიგნით,
ჩემს მტვერს შენი ხმა გამოვატანე.

გუშინ დავსცალე ღვინო მე დოქით,
ცარიელი ვარ ახლა დოქივით,
სინათლის მქონე, დღეს ბნელში დავალ,
წვერ მოშვებული არყის ლოთივით.


ჩემს მტვერს ზეცისკენ დააფრენს ქარი,
მე ცარიელი უეცრად ვკრთები,
მე დავიძინე წარსულში მახსოვს,
მაშინ მომაჭრეს ბეჭებზე ფრთები.

ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →