შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენს ფანჯარასთან

შენს ფანჯარასთან იწვის ჩემი მფრინავი სული,
და შენს თვალებიდან ნაცნობი მზე ისევ იღიმება,
ისევ იღიმება შენი მოტკბო ტუჩი,
გარეთ სიცივეა ვიღაც იყინება.

შენს თეთრ ხელებზე მაქვს გზები გაკვალული,
ახლაც კი გიყურებ თვალნი იცლებიან,
ჩემი გრძნობებიდან მოჩქეფს ნაკადული,
ჩემი ბეჭებიდან ფრთები იშლებიან.

ჰაერს ჩემთან მოაქვს მტვერი ნაძვებიდან,
მე შენს ბილიკებზე მინდა დავისვენო,
უკვე გამოვძვერი მთელი ხანძრებიდან,
მინდა მე შრამები შენით დამივშვენო.

ჩემს წამწამებს ეკიდება თვალს მომწყდარი ცრემლი,
და სიცოცხლის განუყრელი ნაწილია ფიქრი,
შენს გარეშე გაუმძღარი სიყვარულით ვფრინავ,
ყოველ წუთას წერილს ვუცდი, შემდეგ წამებს ვითვლი.

ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →