შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიღრმისეული ფორიაქი

სიღრმისეული ფორიაქი არ მაძლევს შვებას,
უკიდეგანო მწუხარება დღეს ჩემში კვდება,
უფრთოდ დავფრინავ, და ვაპირებ ახლა დაშვებას,
რადგან მიწაზე სიყვარული უჩემოდ ცდება.

ტყიდან მონაბერ აჯანყებულ ნიავს ვიცილებ,
ჩემს გრძნობებს ვატან, სადაც უნდა იქ რომ წაიღოს,
ნაწამებ ლექსებს დავიტოვებ მე მხოლოდ ჩემთვის,
რომ ამ ლექსებმა უყველაფროდ შვება მაღირსოს.

შვება რომელიც არ მინახავს დიდი ხანია,
უმისამართოდ გადაკარგულს არვინ დამეძებს,
კართან მივადექ ვიღაც მასპინძელს,
სახელს არ მკითხავს ისე მაძევებს.



ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →