შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამ ქვეყანაზე

სულ რომ ალაგდეს ქვეყანაზე რაც მე მჭირდება, სულ რომ ზეცაზე ბეღურებმა შეწყვიტონ ფრენა, ამ ქვეყანაზე მე არასდროს გამიჭირდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მწადია ბევრის მოთმენა.
გამალებით სცემს ჩემი გული და ხმას არიღებს, ამ ქვეყანაზე ბილიკები არ არის ხშირი, და მე გამვლელი მაჩერებს და ჭკუას მარიგებს, მე კი ჩუმად ვარ, მას ჰგონია რომ მაინც ვყვირი.
დავკარგე რაღაც, რაღაც დავკარგე, იისფერ ლანდებს დავუწერ ლექსებს,
რაც არ მინდოდა შენ ის მაკადრე,
ახლა მასწავლი ჩემს გაწვრთნილ წესებს.
უკვე ჭაღარას ვხედავ ჩემს თმებში,
უკვე თვალებში მადნება ცრემლი,
უკვე ეჭვები შემაქვს რითმებში,
უკვე თანა ვწერ და თანაც ვმღერი.

ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →