შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამის დრო იყო

ღამემ ერთხელ მირჩია,
ჩემთვის ჩრდილი მოიკლო,
მე კი ისევ გავჩუმდი რადგან,
ამის დრო იყო.

არ მეგონა მას რა სურდა,
რის მიღწევა უნდოდა,
მე უზრდელი ცინიკურად,
ვუყურებდი უნდობლად.

თურმე ღამეს უნდოდა რომ
არჩევანი მოეცა,
ტკივილი და სიყვარული,
ჩემთვის გადმოეცა.

რომ მე შენთან მოვიდოდი,
და გეტყოდი სათქმელს,
ის ყოველთვის ძლიერია,
და ასუსტებს არ მთქმელს.

ღამე ჩვენი ჩანაფიქრი,
ვარსკვლავების მეფე,
ჩვენ მინდორში დაწოლილი,
და მუზები ყეფენ.

მე მიყვარხარ, ღამე უფრო,
და მე ღამით ვთამაშობ,
და მე უკვე გავიზარდე,
მაგრამ კიდე კვლავ ბავშვობ.

ტატო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →