შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დარიალს

მუხლ მოხრილი, დასისხლული ვამშვენებდი დარიალს,
და ჭრილობით მე გამძღარი ამინდს ვეტრფი ქარიანს.
სიყვარულის ქარები მაქვს, სიყვარულში ვიწვები,
მე ვარდები რად მინდა,
მომიტანე წიწვები.
ჩემს თვალებს რომ შეჰპარვია უვნობელი სევდა,
სიყვარული ოდითგანვე მარტოსულად მდევდა.
მუხლ მოხრილი, დასისხლული ვამშვენებდი დარიალს,
მონატრებამ, უშენობამ ძველ მოდურად დამრია.
სასმლის ბოთლით გადამეჭრა,
მე ფერკმთალი ვენები,
შენთან ერთად, ან შენს გარდა, მაინც განვესვენები.
მუხლ მოხრილი, დასისხლული ვამშვენებდი დარიალს,
მე ქარს ვატან სიყვარულს, მაგრამ მას ეს არ მიაქვს!.

ტატო ბერიაშვილი. ♥️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →