შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დილის ლექსი

დილის ლექსი

სალამი ქუჩებს,
თეთრად ელვარეს
და მარტო სალამს კი არ
გაკმარებთ,
ჩემს გულს ზღვასავით ღრმას
და მღელვარეს,
ვუძღვნი ვინც დილის თოვლი
გაკვალეთ.

ვინც შესვით ღვინო ჭიქით,
ბოკალით,
ვინც გადათელეთ გზები
ურვებით,
ვინც მაცოცხლა და ვინაც
მომკალით,
ყველას გეტრფით და
გესაუბრებით.

სალამი ზამთარს, შვენის
ავდარი,
სალამი ბარს და მთებს და
ახოებს,
მე ის მახარებს, რომ ეს
ზამთარი,
გაზაფხულს უფრო
მოგვიახლოებს.

ენდი ნემსიწვერიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →