ჩანაწერი
Laravel
მუზა
როდესაც მუზა ჩამოიფრენს
მოფარფატე პეპელასავით,
უნდა იმარჯვო, უმალ უნდა დაიჭირო;
დაისვა ხელზე, თავი დაიმშვენო. . .
თორემ სწრაფად დაფრინავს,
წაფარფატდება და ვეღარ მოძებნი;
როდესაც მუზა გეწვევა,
კარი ფართოდ უნდა გაუღო,
რბილ სავარძელში ჩააბრძანო,
ჩაი მიართვა, ან კოქტეილი. . .
სცადე, ესაუბრო,
იყავი ცნობისმოყვარე, დაუსვი კითხვები. . .
და იქნებ დაგდოს პატივი და პასუხი გაგცეს;
და ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრე;
ფურცელზე გადაიტანე და გულისპირში შეინახე;
და როდესაც მუზა მოგინახულებს,
მოეხვიე, გულში ჩაიკარი;
ის შეიძლება ცივად შეგხვდეს,
არ გეწყინოს, ის ხომ მუზაა!
და თუნდაც ნამცეცი სითბო მისგან
კოცონს დაანთებს. . .
ის შორს არ მიდის, სადღაც აქვეა,
გვითვალთვალებს კიდეც, როცა სხვა საქმე,
არაფერი აქვს;
ამ თვალთვალის დროს მხოლოდ ხანდახან,
(ან სულაც ერთხელ ცხოვრების მანძილზე)
წყნარ ღამეში, როცა სიჩუმეს არარსი არღვევს,
შეიძლება ყურთან ახლოს
თბილი სუნთქვა იგრძნო. . .
სუნთქვა, როგორც სიო - სალბუნი,
შენი და სხვათა სულებისათვის. . .
მოფარფატე პეპელასავით,
უნდა იმარჯვო, უმალ უნდა დაიჭირო;
დაისვა ხელზე, თავი დაიმშვენო. . .
თორემ სწრაფად დაფრინავს,
წაფარფატდება და ვეღარ მოძებნი;
როდესაც მუზა გეწვევა,
კარი ფართოდ უნდა გაუღო,
რბილ სავარძელში ჩააბრძანო,
ჩაი მიართვა, ან კოქტეილი. . .
სცადე, ესაუბრო,
იყავი ცნობისმოყვარე, დაუსვი კითხვები. . .
და იქნებ დაგდოს პატივი და პასუხი გაგცეს;
და ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრე;
ფურცელზე გადაიტანე და გულისპირში შეინახე;
და როდესაც მუზა მოგინახულებს,
მოეხვიე, გულში ჩაიკარი;
ის შეიძლება ცივად შეგხვდეს,
არ გეწყინოს, ის ხომ მუზაა!
და თუნდაც ნამცეცი სითბო მისგან
კოცონს დაანთებს. . .
ის შორს არ მიდის, სადღაც აქვეა,
გვითვალთვალებს კიდეც, როცა სხვა საქმე,
არაფერი აქვს;
ამ თვალთვალის დროს მხოლოდ ხანდახან,
(ან სულაც ერთხელ ცხოვრების მანძილზე)
წყნარ ღამეში, როცა სიჩუმეს არარსი არღვევს,
შეიძლება ყურთან ახლოს
თბილი სუნთქვა იგრძნო. . .
სუნთქვა, როგორც სიო - სალბუნი,
შენი და სხვათა სულებისათვის. . .
Laravel
კომენტარი
0