შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მეგობრებს

ვეძებ სიყრმის მეგობრებს და ვკითხულობ,_
სად დავკარგე წიქარა და ნიკორა?!.
ვნატრობ,ისევ ჩემს გვერდით რომ ვიგულო
ზღაპრად: იყო და თან არა იყო რა...

ცრემლი ნამად ეპკურება ყვავილებს,
გული ისევ ბავშვურ ფიქრით საზრდოობს.
მამალმა თქვა: - იცით, მე რა მაყივლებს?
ღამემ დილას საიდუმლო ანდოო!

მზის ამბორით ემჩნევათო ხალები
ჟირაფებს და იფერებენ ამ ალერსს,
მიმოზებში ისმის მათი ძახილი...
სიხარული გულში ვეღარ დავმალე!

ამ ყველაფერს მე მეგობარს ვანდობდი,
ჩემთვის ახლაც მხოლოდ ტკივილს ვიტოვებ.
მეგობრისგან ერთგულებას ვნატრობ და
ვერ ვპოულობ წიქარებს და ნიკორებს...
                                (2002წ. თ.დ.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →