ჩანაწერი
Laravel
სევდიანი აღმართი
მივუყვები აღმართს სევდიანი ფიქრებით,
მინამ ირიალებენ,სანამ არ ჩავქრები,
რას დამაკლებს წუთისოფლის ქარები,
თუ შინაგან სისუსტეს ვემტერები.
ჩამოვჯდები უნაპირო ფიქრების მხარეში,
გაუმართავთ აზრებს უსაზმნო თარეში,
შობითგან ვტრიალებ ჯადოსნურ წრეში,
ტიტან პოეტთა პულსი მიჭირავს ხელში.
ციდან ნიაღვრად მეფინება თქეში,
თითქოსდა ტყეს მოაქვს სუნი ლეშის,
სულს აქვს ბოროტების პოვნის გეში,
თვისსა მოყვასს,არ დატოვებს წუმპეში.
როს გამოიდარებს ფიქრების მხარეში,
განიდევნება შინაგანი დემონები,
არ სწყინდება ცისქვეშეთს მონები,
კმარა უკვე,თავო ჩემო,ვერ დავემონები!
#ავტორი თამუნა ბარბაქაძე
მინამ ირიალებენ,სანამ არ ჩავქრები,
რას დამაკლებს წუთისოფლის ქარები,
თუ შინაგან სისუსტეს ვემტერები.
ჩამოვჯდები უნაპირო ფიქრების მხარეში,
გაუმართავთ აზრებს უსაზმნო თარეში,
შობითგან ვტრიალებ ჯადოსნურ წრეში,
ტიტან პოეტთა პულსი მიჭირავს ხელში.
ციდან ნიაღვრად მეფინება თქეში,
თითქოსდა ტყეს მოაქვს სუნი ლეშის,
სულს აქვს ბოროტების პოვნის გეში,
თვისსა მოყვასს,არ დატოვებს წუმპეში.
როს გამოიდარებს ფიქრების მხარეში,
განიდევნება შინაგანი დემონები,
არ სწყინდება ცისქვეშეთს მონები,
კმარა უკვე,თავო ჩემო,ვერ დავემონები!
#ავტორი თამუნა ბარბაქაძე
Laravel
კომენტარი
0