შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დაღლა...

მძიმეა განაჩენი!-
დაღლა! დაღლა და დაღლა!
და ანარეკლი, ჩემი,-
უცხო მგონია ახლაც-
ხელს მერამდენედ ვართმევ!
(ან ეს ღიმილი, მგავს, სად...)
და... წუთისოფელს ვათრევ-
გრძელ კაბის კალთის მსგავსად...
მწვავს ეს ქირქილი და ხმა,
ცხოვრების,- განა ჩემი-
,,დაღლა... დაღლა და დაღლა..."
მძიმეა, განაჩენი...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →