ჩანაწერი
Laravel
ალუბალივით
ალუბალივით მჩქეფარე და სასურველი ხარ!
ეზოში რომ დგას, იმ ცქრიალა ალუბალივით!
აქ მაისია,- ვარდობისთვე, ცა სულ სველია,
ათასი საქმით დაღლილ მერცხლის-,
ან, უფალივით...
ახლა ქარია, მსგავსად იმ დღის, ქარია ახლა
და თმებში ნაზი თითებივით დანავარდობენ...
ჩვენი დარგული ცის ხვიარა ფიჭვებზე ახმა,
აღარც ხურმები აღარ ვარგან და ავადობენ...
როგორც ჩირების,- მზე-ჩირების, ფანტელი დოვლში,
შენ მეორდები გონებაში და მეორდები!
მე ქოლგით ვდგავარ ალუბლების ყვავილის თოვლში
და გელოდები...
ახლაც იქ ვარ...
და გელოდები...
და თუ ვერ მიხვალ,
იმ დღის მსგვსად...
და თუ ვერ მიხვალ...
ნუ მიმატოვებ ტაძარივით...
ან უფალივით...
ალუბალივით სათუთი და სასურველი ხარ!
ალუბალივით...-
იმ ცქრიალა
ალუბალივით.
თამთა მუმლაძე ✏

კომენტარი
0