შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

,,Finis"

ახლა, ისე, შორეული ხდები...
და შენს მიმართ, ვუცხოვდები, მეც-ვე...
დრო ვერაფერს ვეღარ შეცვლის,- ვხვდები!
დრო- ვერაფერს,- მე და შენ-ის მეტს, ვერ...

შენ, იქ, მარცხნივ... ცოტა ზემოთ... ხელთან...-
ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდი,
ჰგავდა...
და მე, ახლა, ისევ ,,ვცოცხლობ" ყველგან!
ყველგან...- შენი თაფლისფერის
გარდა!

ხამს,- ჩვენს შორის აღარ დადის ღმერთი!
სამოსს ვგავარ, გადაგდებულს, მე- ძველს...
ახლა, გახდი შორეული, ერთი...
და შენს მიმართ, ვუცხოვდები, მეც-ვე...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →