ჩანაწერი
Laravel
ასაღამოება
⚫ Ა ს Ა ღ Ა Მ Ო Ე Ბ Ა
მაღლა ამოტანილ, ასერგას ინჩით,
სოფელს ბური ედგა ესე, ვით ქაფი.
შმაგი მდინარე ხარ, ასე გასინჯეთ,
ვითომდა, ნაპირებს ესევი თქაფვით...
ქარმა, მიმხედავმა, ვით ექიმმა, რტოს
მიაწყვიტა ჩიტი. მიწურ ულამზე*
ისხდნენ ბრმა თაგვები. ვიდექი მარტო.
ფაფხურობდა ჭასთან, მიწურულა მზე,
აურაცხელით და დიდ აურითა.
ცეცხლში დაიხარჯოს, დე, თრიქვით*! ხეში*
ჩრდილი იზრდებოდა- დედა უვლიდა,
მოდიოდა ღამე თეთრი ქვით ხელში...
თამთა მუმლაძე ✏️
*ძვ. ნადი;
*თრევით ((კუთხ.) (იმერ.));
*ნაქსოვი.
მაღლა ამოტანილ, ასერგას ინჩით,
სოფელს ბური ედგა ესე, ვით ქაფი.
შმაგი მდინარე ხარ, ასე გასინჯეთ,
ვითომდა, ნაპირებს ესევი თქაფვით...
ქარმა, მიმხედავმა, ვით ექიმმა, რტოს
მიაწყვიტა ჩიტი. მიწურ ულამზე*
ისხდნენ ბრმა თაგვები. ვიდექი მარტო.
ფაფხურობდა ჭასთან, მიწურულა მზე,
აურაცხელით და დიდ აურითა.
ცეცხლში დაიხარჯოს, დე, თრიქვით*! ხეში*
ჩრდილი იზრდებოდა- დედა უვლიდა,
მოდიოდა ღამე თეთრი ქვით ხელში...
თამთა მუმლაძე ✏️
*ძვ. ნადი;
*თრევით ((კუთხ.) (იმერ.));
*ნაქსოვი.
Laravel
კომენტარი
0