შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უბრალოდ მოდი

ვირჩევ ჭიანურის სიმად რტოებს.
მიეჩვია ნებს*...
ხელი არ ჩაკიდო სიმარტოვეს,
ვიეჭვიანებ...

ვითარცა მითიღა, როგო* ციცქნა
მაგით ავივსე...
ახლა სად მიდიხარ, როგორც იქნა
გაგითავისე...

უჩანს თაბახებზე სია მახედ,
უბრად, მოლოდინს...
კართან ჩამოკიდე სიამაყე-
უბრალოდ, მოდი.

თამთა მუმლაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →