შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

საყოფელთა...

* * *
Საყოფელთა გარე ცხელა,
თუმც ცა იყო, უნაკერო...
წიფხარეთი Გარეცხილა
ჩოღრათო თუ უნაგირი.
აღარ არის Მეტი ჩარა-
უზვი მიᲡდევს შარლატანებს.
საჯი*, ჩრდილით, მეტიჩარა,
Მალე მოსდებს შარს ლატანებს.
და ამბავი ცუდად როა,
წერტა იგრძნო Აქ სიომაც-
მზის ჩასვლამდე Ცოტა დროა.
(მიჰყვეს, უნდა, Აქსიომას...)
ბინდი, ლუკმა ამო ხევსთა,
Მიაცილებს მას კარამდი,
Წითელ ფურცელს ამოხევს და
დამთავრდება მასკარადი.

თამთა მუმლაძე ✏

*ურთხელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →