ჩანაწერი
Laravel
ბინდი
(მანდაეთს)
ნასიცხი, როცა, თელა
ჩქაფის სურვილით გოდებს
და ფარღალალა ოდებს
ფონე მტევნებით თელავს;
სიმინდის ყანის ყუა
ჩრდილით ტანმაღალ პამპასს
ეცემა როცა,- პაპას
მისდევს წიქარა. ყრუა*
ტყე, იფნის სახრე ლაყბობს:
,,-დიდო, შე სამგლე, დიიდო"!
,,გაღიმებისას" თითო-
ღრმული უჩნდებათ ლოყებს,
ღრუბელთა, და თუ ახდეს...-
ცა წვება აგერ როდის
და ,,ჟოლობების" როდინს
სეტყვის ფილთაქვა ახდენს.*
მიყუჩდა, ახა*, ,,წი-ვი"!
მზე კოხშინშხალის ტყვეა,
ბინდი კი, როგორც ტყვია,
მთების გადმოღმა წივის.
თამთა მუმლაძე ✏
* მივარდნილი;
* ბარბარიზმი;
* წახდენა;
* შორისდ.
ნასიცხი, როცა, თელა
ჩქაფის სურვილით გოდებს
და ფარღალალა ოდებს
ფონე მტევნებით თელავს;
სიმინდის ყანის ყუა
ჩრდილით ტანმაღალ პამპასს
ეცემა როცა,- პაპას
მისდევს წიქარა. ყრუა*
ტყე, იფნის სახრე ლაყბობს:
,,-დიდო, შე სამგლე, დიიდო"!
,,გაღიმებისას" თითო-
ღრმული უჩნდებათ ლოყებს,
ღრუბელთა, და თუ ახდეს...-
ცა წვება აგერ როდის
და ,,ჟოლობების" როდინს
სეტყვის ფილთაქვა ახდენს.*
მიყუჩდა, ახა*, ,,წი-ვი"!
მზე კოხშინშხალის ტყვეა,
ბინდი კი, როგორც ტყვია,
მთების გადმოღმა წივის.
თამთა მუმლაძე ✏
* მივარდნილი;
* ბარბარიზმი;
* წახდენა;
* შორისდ.
Laravel
კომენტარი
0