შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მზის ჩასვლა ზღვაში

⚫ მზᲘს ჩᲐსᲕᲚᲐ ზᲦᲕᲐშᲘ

ბოლოს მოჰგვარა, დაისს, ცხოვნება*,-
მოისპო ქარი, უნდოსი, გარეთ.
თითქოს, ფერებით დაიცხრო ვნება
და უნებლიედ უნთო სიგარეტს...

ტალღა უხმობდა სამზერს, გარ* იყო...
თუ იმეცნებდა იგი უნასს* შტოდ...
როს ანარეკლით სამზე გაიყო,
და მზე მოთავსდა ზღვაში უნაშთოდ.

თამთა მუმლაძე ✏

*ცხოვნება- ძვ. ცხონება;
*გარ- ძვ. გარეთ;
*უნასი- გველი; ქვეწარმავალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →