შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ცეცხლი (მანდაეთს)

●

ნისლთა ერთობა,
დაჩათა ორთქლი
და სიცივენი ძვალში ატანენ...

სველი იონჯა და ჩალა- ლორთქო,
შემოხვევიან დამბალ ლატანებს.
რომ სამოსელი ხეთა გალიოს,
ქარი მოჰყვება უკეთეს დუდუნს
და სახურავთა გამხმარ ყალიონს,
ჭადრის ფოთოლთა უკეთებს, თუთუნს.
ჩანს, ცივთა დღეთა აკმარეს წვა მას,
გადაუხდიან რეშით აწ ვალებს-
ცა, გალეშილი, ბორგავს და წვიმას
პაპიროზივით პირში აწვალებს.
თხელი თითები სად არ ატარა
ელვამ, ეწევა, წამს, ღრუბელს, ქაჩალს
(განსაჯეთ,-
მორცხვი ბავშვი, პატარა,
დედას შიფონის კაბაზე ქაჩავს...)
და ჟვავი-
ხვატთა ურდოთა* ხვითო,
მოდის...
სახურავს ქვემეხთა ძეც ღლის...

თითქოს, საცაა უნდა დახვრიტონ,
უნდა გაისმას ბრძანება- ,,ცეცხლი!"

თამთა მუმლაძე ✏

*დამპყრობელი. გადატ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →