შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მურია

●

მართალი გასვლია
ვისთან -ვის...

სიმართლეს ,ზედა' შემურვია
და დღეს სად მარხია ის თავი-
ვიმსჯელოთ მე და შენ,
მურია!
ლექსივით მოჰყევი სამხილებს-
რამდენმა პურს შხამი ურია.
ვერ ამბობ,- როგორღაც ამხილე...
არ იმჩნევ!
არ იმჩნევ,
მურია!
მზაკვარი, მდუმარე, ამტანი-
წამია, მოეწყვნენ საელჩოდ...
ან ყეფით, ან კუდით, ან ტანით
მოკალი დუმილი,
საეჭვო...
ოდითგან ებრძოდით მარიტებს,
აქცევდით თეთრ სამოსს- მურიან...
შეგირცხვეს,- სახეს რად მარიდებ,
თვალებში ჩამხედე,
მურია!
დათირე, ეგება ,ცხორ' ებას,
როდესაც შენსაში მორია...
ძაღლური ყოფილა ცხოვრება,
ხოდა, შენ მასწავლე,
მურია!

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →