შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რუტინა

●

* * *
ცა, მტერთა, დაწკეპლეს ლექსებმა...
უთმობენ განაღა ლურჯთა განს-
ჩამოსკდა ნალექთა ეგზემა
ღრუბელთა ახეულ ლაჯთაგან.
დაბნელდა-
დაემხო საცოლეს
ქუთუთო, ნაჩვევი მუნ დირეს...
ვაოკებ აბებით,- საძილე.
(არ არის საშველი,
,,მონ დიე"!)
ჰაერმა,- ფილტვისა, მაცხონა...-
ჩავიდა.
(ჩანს, თავი უტენა...)
მთავრდება-
(მარჯვენა...
მარცხენა...)
ღიმილი,
ლექსები...-

რუტინა.

✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →