შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ავტოპორტრეტი

სული?
- სული მშვიდი.
თმები?
- მხოლოდ ქერა!
გძულს?
- დღე პანაშვიდის...
მოგსპობს?
- ბედისწერა!

ღამე?
- მესიზმრება...
ენა?
- ცოტა გრძელი...
გიყვარს?
- ლექსის წერა!
თავი?
- მოსაჭრელი.

სახე?
- დაბრაწული.
განცდა?
- ბედნიერი!
ხილი?
- დაშაქრული...
სევდა?
- ,,ბედნი" ერის.

ფერი?
- თეთრი მხოლოდ!
რწმენა?
- მარტო ღმერთის!
შენში?
- პეპი ცხოვრობს
(ოთხი! -განა ერთი.)

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →