შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვიყო

კახი,
იმერელი,
ოდიშელი,
ღამე და შინელი, დღე და ციხე...
ვიყო მე ყველაზე
ცუდი შვილი,
დაე, საშინელი დედაც ვიყო...

სადაც უარაფრო
ტუნდრა ჰგავს ,,ხედს",
ომობს ნაყოფი- და ,,ბედნი"- ერი...-
დაე, სულ ყველაზე
ცუდად გავხდე,
ოღონდ თქვენ იყავით ბედნიერი!

ტახტი- ყელყელასი,
ცა- მოშლილი,
ოხვრა და კითარი- ერთ დღიანი...
გავხდე, მე, ყველაზე
ჩამოშლილიც,
ოღონდ თქვენ იყავით ერთიანი-

კახი...
იმერელი...
ოდიშელი...
დარე შეღამება... დღემაც იკლო...
ვიყო მე ყველაზე
ცუდი შვილი,
დაე, საშინელი დედაც ვიყო...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →