შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

* * *

სულში- გაზაფხული,
ფერი- გარდა- ცვილის,
,,წამოწოლილ ხეთა" წყება...

მერე-
დაზაფრული...
მერე-
გარდაცვლილნი...
მერე მოგონება წყდება.

სევდის თარი-
ღების,
სიმი- გაღუნული,
იგებს დღეთა დახლა და რჯა!
ბიძის თარიღები,
დროში გაყინული,
იქვე, ბებოს ,,სახლთან"
დარჩა.

,,სახლი", მე, მახსოვდა,
წლები- ამიწებდა...-
მწამდა მიწა-ჩემი,
უფრთოდ...
ჰოი, ბებოს ხსოვნა,
როგორ მამძიმებდა,
მაგრამ ბიძაჩემის-
უფრო.

იყო გაზაფხული...
ფერი-
გარდა- ცვილის,
,,წამოწოლილ ხეთა" წყება...
მერე-
დაზაფრული...
მერე-
გარდაცვლილნი...
მერე მოგონება წყდება.

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →