შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

Melancholia

ცხოვრება-
ღვინო...ო წყალიც... სევა...
(სევა სევდათა.)
რის გამო მრიყავს?
როგორაც ზღვაში ,,ცოცხალი" შევა,
აბურთავებს და გვამს გამორიყავს!

მე ვუსმენ, ვუსმენ, ცივ ქალაქს, ქუჩას...
მესმის გოდება ზღვით დამბალ ხრეშის!
გემს, ისე, როგორც ცვილს,
ქაღალდს,
კუჭავს
და ეკიპაჟი ხმით- დაბლა ხვნეშის!

ცხოვრება-
ღვინო... ო, წყალიც... სევა...
(სევა სევდათა...)
რის გამო მრიყავს?
როგორაც ზღვაში...-
ცოცხალი შევალ,
მაბურთავებს და გვამს გამომრიყავს...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →