შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მზის დაბადება

თურმე იბადება მაიებში
მზეო- ხმა ვარდება...
ო, ელია!
ხელზე სხედან ჭიამაიები
და მზის დაბადებას მოელიან...

ხარობს ცა-ნაირა, ცა- ბრიანი,
ზეობს დარე ბარდა,
ველი ზეობს!
თურმე ხმა დაირხა წაბლიანშიც-
ავე!
დაიბადა მწველი მზეო...

სცდება იმ შლეგ მიზანს ო, სისხამზე,
ხილზე მოქნეული სახრე, ბიტა...
მტრედნი იშლებიან თოფის ხმაზე,
ტყეში ჩაწყობილი სახლებიდან!

ჟოლო შიფონს დასდევს- ,,დაგიხატო
კაბა, ვისარგებლო ამ უფლებით..."
თურმე ყოველ ღამით დადიხარო...
თურმე ჯიბით დაგაქვს ალუბლები...

,,-ჰე, ხეებო, თალხი დაიხადეთ!
ჰე, მზე დაიბადა!
დუმან...
შევძრავ!
ერთ მწველ დღეს ხომ მაინც დაგიხატავთ,
დარის გადახატვას თუ ვერ შეძლებს!"

თურმე იბადება მაიებში
მზეო- ხმა ვარდება...
ო, ელია!
ხელზე სხედან ჭიამაიებიც
და მზის დაბადებას მოელიან...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →