შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ფანქრების სიგარები

,,რა უცხოა საკუთარი პანაშვიდი..."
(შევიკარი, ქუდიანი.)
(მოცდა...)
(ხურდა...)
მისამართი- ლიფტის მარცხნივ, ბინა- 7,
შავი კარი, ქურდიანის 25.

ზარი წივის.
(თითქოს გულზე ზოდი აქვსო...)
სიბნელეში ფეხმორთხმულა აბრა- ბუდად.
გარდაცვლილნი:

ფანტაზიის ზოდიაქო;
აზროვნება,-
დალექილი აბლაბუდად.

ორი აბი
(წამლებს სევდის გამო ვიღებ.)
და ფიქრები მზა თავიდან გავა ბოლებს...
წვიმს.
საფერფლედ ერთ-ორ თაბახს გამოვიღებ
და ფანქრების სიგარებსაც გავაბოლებ,

რა უცხოა კაეშანის პანაშვიდი...
ფიქრში გვერდით ჩამოივლის საღამოც და...-
,,მისამართი: ლიფტის მარცხნივ, ბინა- 7,
მუქი კარი, ქურდიანის, სადღაც- ოცდა..."

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →