შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მორჩილი

● მ ო რ ჩ ი ლ ი

ვით გასამრჯელო, მცირე მარჩილი,
მძაგს, დუმილისთვის მერგო ამ დღივ და-
მე დამემართა წუხელ ,,მორჩილი"
და ეს ,,მორჩილი" ძლიერ ამტკივდა.

ვეღარ ავუღე ალღო Განაჩენს,
Ბობოქარობა Სულის განდია.
მე კი ექიმის ვუცდი, განაჩენს
და მოსაცდელში ვფურცლავ ,,განთიადს".

დანიშნოს აბი Მტრულადმერჩოლი
თუნდაც,- დავყვები მე Ჯიქურ ნებას.
რად დამემართა, ნეტა, ,,მორჩილი",
ან ეს ,,მორჩილი" თუ იკურნება...

Თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →