შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ფასი

ზიზღს მგვრიდა, ო, ისე, როს შიშველს
ვუმზერდი ხმელ მკლავთა, მე, ტანდემს...
როს გემს, დანებების დროშის ქვეშ,
ჰგავდა, მოცურავეს, მეტადრე...
იმძლავრეს კანაფის კონებმა,-
ამ ღამეს, ,,შაითან", გავიტან!
ავიღე კალამი- გონება
ნესტიან კარიდან გავიდა.
და მთებზე როგორი ჯანღია...
ფასს ვიხდი მე, მცურავ გურუში-
კონვერტში ბარათი ჩანს, ღია
და შიგნით- სამიოდ ქურუში,-
ვამსგავსე მოკვეთილს თემიდან,
ცამეტი წამიც და- ეული.
შკალაზე თოთხმეტი მთელი და
წამები- სამი ათეული...
რაფებზე აწვდილი ნამი სით
მიიწევს... ო, იწვის ,,ქურაშიც"
დრო, ჩემგან ახდილი ნამუსით
და ფასით- სამიოდ ქურუში.

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →