შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მორჩა

მტერნი მრავლდებიან.
მტერი რამდენია!
ბუღი ასდენია
ქვიანს...
იმ ერთ აცურებას,
ფეხის აცურებას,-
იმედგაცრუება
ჰქვია.

მიცდიან შტოშები,
როს გავითოშები.
როკავენ ქოშები...-
პარი!
ნარჩენი მოგვეს თან,
ნარჩენი- მოგვებთან...
ვდგავართ და მოგვეთნა
პირი.

მოსერავს ქარი ხევს.
ნაწერსაც არ იხევს
დრო, უკან არ იხევს
ურჩად.
უარი შაბლონზე!
ყველა გზა- თაბორზე
და შავით ტაბლოზე-
,,მორჩა."

ერთი აცურება,-
ფეხის აცურება,
იმედგაცრუებად
მოჩანს...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →