შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

,,solus relictus..."

(არშემდგარი პაემანი...)

მთავარ ციფერბლატზე ცამეტია,
ღაწვზე- ნერვიული აელვება...-
ღვარნი ფესვებივით ჩამოდიან,
ჰგვანან გაზაფხულის გაელვებას.

ისე ხვავდებიან პაემნები,
როგორც ზვარაკები- საკურთხეველს...
,,ბირჟა"...
მზესუმზირა...
და ენები
ყოველ მოკლე კაბას უკურთხებენ.

ელვა...
ნაფაზები...
ო, ცის ხუთვაც...
(ალბათ, სამართალი მოსწვდა, ღმერთის...)
ექვსი საათი და ოცი წუთი...
...
ექვსი საათი და ოცდაერთი...
...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →