შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

,,cogito, ergo sum!"

ფეხით- ორი კვარტალი...
(ვაკვირდები, მე, ტანდემს.)
და ფიქრებით ვარ მთვრალი,
გადამთვრალი- მეტადრე:

,,ქელვა... ქელვა და ცემა...
სძვრება ფასი თილისმას!
ეჰ, დაცემა...
დაცემა
მოჰგავს- ბასტილიისას!

დარდი გავა მარტივით.
თუ სირთულე ერგო სულს-
უნდა გავამარტივო!
ჰომ!-
,,კოგიტო, ერგო სუმ"! "-

შევაგებე კვარს ტალი*,
საკუთარ გონს ვენდე თან...
ფეხით- ორი კვარტალი
და ,,ვ-ინ", როგორც ვენდეტა!

თამთა მუმლაძე ✏

*,,cogito, ergo sum!"- ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!" (ლათ.)- დეკარტი;
*ტალი- მაგარი ქვა, კაჟი, რომლის კვესზე ჩამორტყმის შემდეგ აინთება აბედი.
Laravel

კომენტარი

1
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →