შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ძველი მეგობარი

სახეს ჯანღი ეფერება!
წამში გაჰქრნენ ასე, ოდენ
დღენი, როგორც ეფემერა*...
და ეშმაკმა- ასიოდემ,

ჩანს, გახლიჩა მრე ქობარი*...
ჰო, გააპო და მიბრუნდა!
სახლში ძველი მეგობარი,
მარტოობა დამიბრუნდა...

თამთა მუმლაძე ✏

*ეფემერა- მწერი, რომელიც ერთ დღეს ცოცხლობს;
*ქობარი- მდინარე, რომელიც ეზეკიელმა ორად გააპო. (აქ: გადატანითი მნიშვნელობით.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →