შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ისმენების ცედრები...

ქარი...
მტვრიანების ,,ცხედრები"...
თითქოს, ევროსს იწვევს- ,,ჰა მაქე!"-
ათოვს, ისმენების* ცედრებით,-
ტყეში მოფრიალე ჰამაკებს...

ჰანგი... ჰანგი... ჰანგი... ჩელესტა*!-
თითი-კლავიშების ქვაფენილს...
ქრის და აწრიალებს ჭალებთან,
აზრებს- ზეწრებივით დაფენილს!

ფარჩა... ატლასები... ჩესუჩა*...
თოკზე იგრიხება-
შაითან*!
ქარით აკლებული ეს ქუჩა,
,,ცხედრებს" თითო სახლში შეიტანს...

დუმან... დუმან... დუმან... ისმენენ...-
ცედრის ფანტელების დაზგები...
მერე, ქარს უთმობენ ისმენებს,
როგორც ფუტკრებს- ნაშრომს- მზა სკები...

ქარი... ქარი... ქარი... ეთრებით*...
თითქოს მზეს იწვევსო-
,,ჰა, მაქე..."

ათოვს ისმენების ცედრები-
ტყეში მოფრიალე ჰამაკებს...

თამთა მუმლაძე ✏

----
ისმენი*- მცენარე;
ჩელესტა*- კლავიშიანი საკრავი;
შაითან*- ავი სული;
ჩესუჩა*-აბრეშუმის მკვრივი, შეუღებავი ქსოვილი;
ეთრა*- ნათელი ამინდი (ბერძ.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →